Wednesday, November 7, 2018

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - "რამდენად ეფექტურია თამაშით სწავლება პირველ კლასში"



              როგორც ვიცით, მასწავებელი სულ ძიების პროცესში უნდა იყოს , ეს ძიება საკუთარ თავში უნდა მოახდინოს, ამიტომ  როგორც პედაგოგი ვცდილობ, ვიზრუნო ცოდნის განახლებასა და პედაგოგიური უნარების განვითარებაზე, სწორედ ეს კვლევა და  რეფლექსია არის  საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების გაცნობიერება.
             მე მნიშვნელოვნად ჩავთვალე  ჩემი  კვლევის მიზანი ყოფილიყო და პედაგოგიურ  პრაქტიკაში დავკვირებოდი,რამდენად ხელს უწყობს სხვადასვა  სახის თამაშების გამოყენება სწავლების პროცესში მოსწავლეთა მრავალმხივი უნარების განვითარებისათვისა,
მომეხდინა ჩემი სუსტი და ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება და პროფესიული განვითარების შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა.
            კვლევა განვახორციელე 2017-2018 სასწავლო წელს, გრძელდებოდა 7 თვის მანძილზე, მშობელთა და პედაგოგთა გამოკითხვა___ ანონიმური ანკეტირება ვაწარმოე წერილობითი ფორმით.
             დაკვირვებამ აჩვენა , სხვადასხვა ტიპის  სასწავლო თამაშებმა მოსწავლეთა ჩართულობა უფრო აქტიური და სასიამოვნო გახადა .განსაკუთრებით პირველ კლასში პატარების გასააქტიურებლად ეფექტური აღმოჩნდა ენერჯაიზერები და ელექტრონული თამაშები.გამოყენებული თამაშებიდან გამოიკვეთა ისეთი შემეცნებითი აქტივობებიც, რომლის გამოყენებისას საჭიროა მეტი ორგანიზება და პატარების ინდივიდუალურობის გათვალისწინება.
               ვფიქრობ კვლევის შედეგად გაკეთებული რეფლექსია დამეხმარება უფრო ეფექტიანად დავგეგმო ახალი სამუშაო და გამოვასწორო ახალ სასწავლო წელს,ახალ თემებსა თუ პროექტზე მუშაობისას,ხოლო ძლიერი მხარე კიდევ უფრო გავაძლიერო.
              გამოყენებულმა სტრატეგიებმა ნათელყო, რომ შედეგი დადებითი იყო და შეიძლებოდა  ჩატარებული კვლევის კოლეგებთან გაზიარება. ვთვლი ჩემი ყველაზე დიდი წარმატება  კვლევის შედეგების მათთან გაზიარებაა, რამაც გამოიწვია კოლეგების დაინტერესება.
               უკუკავშირი იყო როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი.   პედაგოგთა ნაწილმა  ჩათვალა, რომ განხორციელებული თამაშები მიზნობრივია და შეესაბამება ესგ-ს, ნაწილმა კი  გამოთქვა აზრი,რომ კარგი იქნებოდა გასაუბრება მომეხდინა ფსიქოლოგთან და  გამეთვალისწინებინა მისი რჩევები,თუ რამდენად შეესაბამებოდა გამოყენებული სასწავლო თამაშები პირველ კლასელთა ასაკობრივ თავისებურებებს .
         პრაქტიკულმა კვლევამ მომცა იმის თქმის უფლება, რომ მე შევასრულე გეგმით გათვალისწინებული საქმიანობა და შემიძლია საკუთარი თავი გამოვიყენო როგორც რესურსი პროფესიული განვითარებისათვის, ასევე კოლეგებმა,რომლებმაც დადებითად მიიღეს ჩემ მიერ განორციელებული კვლევა, მიიჩნიეს,რომ აღნიშნულ აქტივობებს გამოიყენებენ თავიანთ პრაქტიკაში.

 კვლევის ლინკი
https://drive.google.com/file/d/1e7YLlbGwGFP9_Np7J_J74N35OZf7kKSY/view?ts=5d11d600

Saturday, June 4, 2016

რეფლექსია

რეფლექსია
  დღე  1-ლი    
 ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოადგინა საკუთარი თავი. შემდეგ ტრენერმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია: მოკლედ გაგვაცნო თითოეული დღის წესრიგი. ისაუბრა პროექტებით სწავლების მნიშვნელობაზე, ტრენინგის მონაწილეებს გვქონდა საშუალება დაგვესვა ჩვენთვის სასურველი და მნიშვნელოვანი კითხვები, ასე რომ ძალიან თბილ გარემოში წარიმართა მუშობა.
 ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პროექტმა:

  დღე მე-2
ტრენერმა გამოიკითხა დავალება.თითოეულმა მონაწილემ წარმოვადგინეთ   ჩვენი თემები.შევისწავლეთ პუბლიკაციების შედგენა,განვსსაზღვრეთ ადმინისტრაციის,კოლეგისა და მშობლის როლი.შევქმენით  პუბლიკაციის ელექტრონული ვერსია.

 დღე მე-3. 
განვიხილეთ, როგორ დაეხმარება პროექტები მოსწავლეე   სასწავლო  სტანდარტის
 მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმისშედეგზე    გასვლაში)   და 21-ესაუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში;ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვის დაწყებარომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნოდა 21-ესაუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.შევარჩიეთ  ჩვენი პროექტის შესაბამისი 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონსპორტფოლიოს რუბრიკსადა პროექტის პორტფოლიოების
 ნიმუშებს;  ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებისფორმულირებაზე.
შევიმუშავეთ სტანდარტები ჩვენი პროექტისთვის.

       დღე მე-4 .  
       განვიხილეთ ინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში: საავტორო უფლებების 
კანონმდებლობა და მისი გამოყენება;ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტის შექმნა;
ინტერნეტ რესურსების გამოყენების დანერგვა კვლევის,კომუნიკაციისთანამშრომლობისპრობლემების გადაჭრისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების მხარდასაჭერად.
        
        დღე მე-5

ჩვენი პროექტის გეგმაში გადავიტანეთ პროექტის გეგმის განხორციელების პროცედურები..  Intel Education Viewer - ის რესურსებში მოვძებნეთ შეფასების რუბრიკა და აღნიშნული რუბრიკა მოვარგეთ ჩვენი პროექტის სასწავლო მიზნებს.
გავეცანით პროცედურების დაწერის პრინციპსრომ უნდა შეესაბამებოდეს აქტივობები მიზნებსმიმართულების მიმცემ კითხვებს, 21 საუკუნისუნარებსშეფასებებს..


        დღე მე-6
       ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე Viewerში  კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე . 
       განვიხილეთ გარდნერის"ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს" და ამის მიხედვით    შევქმენით განმავითარებელი შეფასებები. შევიმუშავეთ კრიტერიუმების გამოთვლის მეთოდები. 
       ვიმუშავეთ პრეზენტაციის შაბლონის შედგენაზე.

   დღე მე-7
 მდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა  შეფასების სტრატეგიები რამდენიმე თვალსაზრისით . განვიხილეთ შეფასების ფორმების ნიმუშები და გავეცანით თითოეული შეფასების დანიშნულებას.
    

                           
       დღე მე-8
 ავიხსენეთ წინა გაკვეთილზე განხილული თემები,ამის ემდეგ ტრენერმა  გაგვაცნო დღის წესრიგი, თუ რას შევისწავლიდით.განვიხილეთ ბროშურის,გაზეთის, პორტოლიოს შეფასების ჩეკლისტი,თუ როგორ რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდესს მოსწავლის მიერ გაკეთებული  ბროშურა ,გავიგე ,რომ მნიშვნელოვანია  განსაკუთრებული  ყურადღება უნდა მიექცეს შეფასების  კრიტერიუმება კრიტერიუმებს

დღე მე-9
 ვიმუშავეთ პროექტების დახვეწასა და ინტერნეტში განთავსებაზე, ბლოგებზე. დღევანდელი ტრენინგი ყველაზე პროდუქტიული აღმოჩნდა.პრეზენტაციის ნიმუში გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. ბლოგი  შესაძლებლობას იძლევა, რომ სხვათა გამოცდილება გაიზიარო და საკუთარი სხვებს გაუზიარო.


                                               

                                                           შემაჯამებელი

       დღეს დავასრულეთ  პროექტზე მუშაობა.ამ ტრენინგიდან  ძალიან ბევრი საინტერესო და კარგი რამ გავიგე, რომელსაც გამოვიყენებ პროექტზე მუშაობის დროს. ინტელის  ტრენინგი ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩემს,როგორც პედაგოგის პროფესიულ ზრდაში.
       კურსის განმავლობაში გავეცანით და ვიმუშავეთ პროექტებით სწავლების სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ დაგეგმვაზე, მართვაზე, შეფასებასა და უკუკავშირზე. შევქმენით სასწავლო პროექტის ნიმუში მისი აუცილებელი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით. ამას გარდა ვიმუშავეთ ბლოგის წარმოებაზე, გუგლ დრაივის გამოყენების წესებზე და ვიმუშავეთ მის სხვადასხვა ფუნქციაზე.
    ტრენერი - მეგი კაპანაძე  ცდილობდა გაეადვილებინა და გაეხალისებინა  ჩვენთვის კურსით დაგეგმილი აქტივობების შესრულება,გვაძლევდა  სწორ მიმართულებებს. მის მიერ მოწოდებული და ნასწავლი მასალა დამეხმარება მომავალში, სწავლა-სწავლების პროცესში.